კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ოთარ სესიკაშვილის დასჯას ითხოვს

11 სექტემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის ოთარ სესიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეისწავლა ქალაქ თელავში მცხოვრები ზაურ მაკარიჩევის საქმე. საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაკარიჩევების დევნას ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით. ზაურ მაკარიჩევის მეუღლე ოლია მაკარიჩევი-ნარეკლიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოცაგენტის თანამდებობიდან, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაურ მაკარიჩევი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო. მაკარიჩევების ოჯახი სულ ორი წევრისგან შედგებოდა. ოლია მაკარიჩევის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მათ საარსებო შემწეობის დასანიშნად სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. პირველი შემოწმების შედეგად მაკარიჩევების ოჯახს ქულათა ის რაოდენობა მიენიჭა, რომლითაც საარსებო შემწეობა უნდა მიეღოთ, თუმცა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსისთვის, ოთარ სესიკაშვილის დავალებით, მაკარიჩევების ოჯახი განმეორებით გადამოწმდა და ოჯახს ქულათა ახალი, გაზრდილი რაოდენობა მიენიჭა. მაკარიჩევებმა დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათი პრობლემით არავინ დაინტერესდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში მაკარიჩევების სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება ვერაფრით დაასაბუთეს. უსახსრობის გამო ზაურ მაკარიჩევისთვის სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და ორი დღის წინ გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა). „ცნობილია, რომ სესიკაშვილი ამ თანამდებობაზე სწორედ დისშვილის წყალობით დაინიშნა და მეგრელიშვილი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტობრივი მმართველია, ბიძას ამ დრომდე მფარველობს. ამას ისიც ადასტურებს, რომ კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს“ - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები