კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში 'დემოკრატიული ლიგის' აქტივისტები დააკავეს

14 სექტემბერი, 2009

11 სექტემბერს, ორგანიზაცია “დემოკრატიული ლიგის” წევრები ზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე საპროტესტო აქციას მართავდნენ. მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატების გაკვრა მოასწრეს, მათ მანქანას, როგორც ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა აფხაიძემ დაკავებული სამარშრუტო ტაქსიდან ტელეფონით გვაცნობა, 3 ჯიპი და საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ავტომობილი წამოეწია.

აფხაიძის გადმოცემით, სავარაუდოდ, რეგიონალური პოლიციის ერთ-ერთმა ჩინოსანმა აქციის ხელმძღვანელს, ხათუნა შიუკაშვილს ხელიდან მობილური ტელეფონი გამოსტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ათამდე აქტივისტი მათ მიერვე დაქირავებულ სამარშრუტო ტაქსში (ფორდ-ტრანზიტი ZDZ-564) დააკავეს. დაკავებულთა ინფორმაციით, სამართალდამცავები ახალგაზრდებს არ აძლევდნენ მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას. საბოლოოდ, მძღოლი 30 ლარით დააჯარიმეს და აქტივისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა გზა დასავლეთ საქართველოსკენ განაგრძეს. 

გიორგი ჯანელიძე

ახალი ამბები