კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კახა ლომაიასა და გელა ბეჟუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

15 სექტემბერი, 2009

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ადვოკატები და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები, კერძოდ, გამომძიებლები ლადო დათაშვილი და ვახტანგ ზუმბაძე, ასევე, ოპერატიული მუშაკები მაისაიას აიძულებდნენ, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, საქართველოში მომუშავე დიპლომატებისა და ექსპერტების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და ისინი რუსეთთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინა.

პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს მაისაიას ახსნა-განმარტება, რომელიც 6 ივლისს სახალხო დამცველს და ადვოკატებს მისცა.

მაისაია ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვის წინააღმდეგაც ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მათ შორის არიან  - კახა ლომაია და გელა ბეჟუაშვილი, ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები, ასევე, ექსპერტები, მათ შორის -  თორნიკე შარაშენიძე და ნიკა ჩიტაძე. აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომლის დასახელებისგანაც მაისაიას ოჯახის თხოვნით ადვოკატებმა თავი შეიკავეს.

მაისაიას ადვოკატის, ნათია კორკოტაძის თქმით, გამომძიებლები მერვე საპყრობილეში ღამის საათებში 10 მაისიდან შედიოდნენ, საკნიდან გაჰყავდათ ბრალდებული და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
ადვოკატის ინფორმაციით, მაისაიას საკნიდან ღამის საათებში გაყვანას მაისაიას თანამესაკნეც ადასტურებს, რომლის ვინაობასაც კორკოტაძე მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

ამასთან, მაისაია  ახსნა-განმარტებაში ამბობს, რომ მის დაკითხვებს რუსეთის უშიშროების  სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომელიც ესწრებოდა, რომელიც მაისაიას მოუწოდებდა, სამართალდამცავებისთვის ყველაფერი ეთქვა, რასაც რუსეთს ეუბნებოდა.

მაისაიას ჩვენების მიხედვით, შსს-ს თანამშრომლები ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენელს „სპარტაკს“ ეძახდნენ.

მაისაიას საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. სამხედრო ექსპერტი ჯაშუშობის ბრალდებით 5 მაისს დააკავეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები