კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველი კონსერვატორები ოფისის დარბევის და ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ

18 სექტემბერი, 2009

„კონსერვატორული პარტიის“ თელავის ორგანიზაციის წევრები მათი ოფისის დარბევისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.

პარტიის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ოფისის დარბევის და ძალადობის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღძრულა.

პოლიციის თანამშრომლებმა კონსერვატორული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისი 9 სექტემბერს, ზუსტად იმ დროს დაარბიეს, როცა საქართველოს მთავრობა თელავში, პროექტის „ანგარიში ხალხს“ პრეზენტაციას მართავდა. დარბევის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი. ოპოზიციის წარმომადგენლებს წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონის აპარატებიც.
ნაცემი არიან კონსერვატორების წევრები გიორგი დალაქიშვილი, ერეკლე ცოცანიძე, გიორგი მოსიაშვილი. ასევე, რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ჭონიშვილი, ახალი მემარჯვენეების წევრი არჩილ ჯორჯაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტალიური.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები