კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 სექტემბერი, 2009

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

გამომძიებლებმა ჟურნალისტი უკვე დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შპს „ჯანმრთელობა“ - წნორის საავადმყოფოს დირექტორი გოგი ნიკვაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს მოკვლით დაემუქრა. „აღარ შეგარჩენ, როდის უნდა დამანებო თავი? გეძებ უკვე და სადაც გნახავ, ყელს გამოგჭრი“, - დაემუქრა ნიკვაშვილი ჟურნალისტს ისე, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. ჟურნალისტმა მუქარის ავტორის ვინაობის დადგენა ტელეფონის ნომრის მეშვეობით შეძლო.

მთივლიშვილის განმარტებით, წნორის საავადმყოფის დირექტორის მხრიდან მისდამი ეს მუქარის პირველი შემთხვევა არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკვაშვილის წინააღმდეგ კახეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული. სხვადასხვა დროს საავადმყოფოში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მას ავადმყოფების განსაცდელში მიტოვებაში ადანაშაულებენ. ბოლოს, სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში გუშინ აღიძრა. წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები ნიკვაშვილს ევროკავშირის ნაჩუქარი სამედიცინო აპარატურისა და მასალების ქურდობასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, ნიკვაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი პროკურატურამ ამ დრომდე არცერთ საქმეზე არ დასვა.

გოგი ნიკვაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია და გავლენიანი თანამდებობის პირებთან ახლო ურთიერთობა აქვს. საარჩევნოდ ის სიღნაღის საარჩევნო ოლქში ერთ-ერთ საუბნო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს ხოლმე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები