კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გოგიჩაიშვილის პროცესიდან მოსამართლემ ადვოკატი გააძევა

21 სექტემბერი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ლევან გოგიჩაიშვილის პროცესიდან მოსამართლე დავით ჯუღელმა ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა.

ამის შესახებ გოგიჩაიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. თუმცა, მისი თქმით, სასამართლოსათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„სხდომაზე დაცვითი სიტყვისათვის ადვოკატები 9 დღიან ვადას ვითხოვდით, რაზეც მოსამართლემ უარი გვითხრა. ამის შემდეგ ვთქვი ზოგადად, რომ ეს ყველაფერი მარაზმი იყო, რაც მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფად ჩათვალა და პროცესი დამატოვებინა. სიტყვა მარაზმი უუნარობას ნიშნავს“,-განაცხადა ჯანგირაშვილმა და აღნიშნა, რომ მოსამართლე დაინტერესებულია გოგიჩაიშვილის სრულყოფილი დაცვა არ მოხდეს.

„მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჩემი საქმისგან ჩამოცილება და ჩაიხვია ჩემს მიერ ზოგად კონტექსტში ნათქვამი სიტყვა „მარაზმი“. გოგიჩაიშვილი უკანონო პატიმარია და მოსამართლე დაინტერესებულია არ მოხდეს მისი დაცვა“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი გამოძევების შემდეგ სხდომა გაგრძელდა. პროცესს გოგიჩაიშვილის მეორე ადვოკატი ესწრებოდა. მოსამართლემ დაცვითი სიტყვისათვის ადვოკატს საბოლოოდ დრო სამშაბათამდე მისცა. პროცესი სწორედ სამშაბათს ადვოკატების დაცვითი სიტყვით განახლდება და არ არის გამორიცხული განაჩენიც გამოცხადდეს.

პროკურატურა ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებას რვა წლითა და ექვსი თვით, საქმეში მეორე განსასჯელის გიორგი ალხაზიშვილის მიმართ კი 5 წლიან პატიმრობას ითხოვს.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ჯუღელი იხილავს. გოგიჩაიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ხულიგნობა, გიორგი ალხაზიშვილს კი მხოლოდ ხულიგნობა ედება. საქმე ეხება წყნეთში 2009 წლის ივნისში, ირაკლი ბათიაშვილის შვილის ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები