კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა რამიშვილი ხელისუფლებას ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სთხოვს

21 სექტემბერი, 2009

პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ხელისუფლებას რუსთავის #2 საპყრობილეში არსებული ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

შალვა რამიშვილმა პრესკონფერენცია დღეს პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილთან ერთად გამართა და რუსთავის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დაწესებულებაში 500 პატიმარი, რომელთაც საწოლები არ ჰყოფნით.

მისი თქმით, პატიმრები მორიგეობით იძინებენ. ეს ფაქტი კი, რამიშვილის შეფასებით, არღვევს ყველა საერთაშორისო კონვენციას და იგი წამების ტოლფასია.
შალვა რამიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გარდა არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც უკავშირდება ჰიგიენას და კვებას.

რამიშვილი აცხადებს, რომ საპყრობილეში მხოლოდ თონის გახსნა იქ არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

რაც შეეხება ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემას, რამიშვილი ამბობს, რომ რუსთავის კოლონიაში დუში დღეგამოშვებით ფუნქციონირებს, რასაც გაზისა და წყლის დავალიანებით ხსნიან.

„ეს კი ნამდვილად არ არის პატიმრების პრობლემა“, - აცხადებს შალვა რამიშვილი.

რამიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის #2 საპყრობილეში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პატიმრები შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა ამ დროისთვის ციხეში არავინ შიმშილობს.

რაც შეეხება დეპუტატების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების მონახულების ფაქტებს, რამიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქ ერთი წელია არ ყოფილან.

რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მისი თქმით, იგი მართლაც აქტიურობს, ბევრი პატიმარი მისი საქმიანობით კმაყოფილია, თუმცა პრობლემები გამოუსწორებელი რჩება.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ შიმშილობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იგი სადეპუტატო კითხვით მიმართავს დიმიტრი შაშკინს. ამასთანავე პატიმრების მონახულების თხოვნით დეპუტატი უკვე მესამედ მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიეცეს რუსთავის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.

როგორც ცნობილია, გია ცაგარეიშვილმა უკვე ორჯერ მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, „ის პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს“.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები