კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის აქტივისტებმა 28 სექტემბრის აქციასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შეიტანეს

21 სექტემბერი, 2009

ოპოზიციის აქტივისტებმა დაჩი ცაგურიამ, ჯაბა ჯიშკარიანმა და ირაკლი კორძაიამ 28 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში გამაფრთხილებელი განცხადება შეიტანეს.

თბილისის მერიის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ 28 სექტემბერს მათ მიერ დაგეგმილი აქცია გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომლითაც მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალა.

ირაკლი კორძაიას თქმით, ეს აქცია არის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული და ვინაიდან გამკაცრებულია კანონმდებლობა მანიფესტაციების შესახებ, მათ შეაქვთ მერიაში განაცხადი და აფრთხილებენ, რომ უზრუნველყონ აქციაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ქუჩის გადაკეტვა, რაც აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ჯაბა ჯიშკარიანმა კი აღნიშნა, რომ 28 სექტემბერს შეიტანენ სამ განცხადებას. პირველი განცხადება შევა საქართველოს პარლამენტში, რომლითაც იქნება მოთხოვნილი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ჯიშკარიანის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა გამოიძიოს ზურაბ ვაზაგაშვილის, როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის, ცინდელიანის, ფხაკაძის და სხვა საქმეები.

მისივე თქმით, ანალოგიური განცხადება შევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და იქაც მოითხოვენ აღნიშნული საქმეების გამოძიებას.

მესამე განცხადება კი ანალოგიური მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება, რათა პრეზიდენტმა უზრუნველყოს პარლამენტის და პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმეების გამოძიება.

აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 28 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე 50 ათასამდე ადამიანი მივა და შესაბამისად მოხდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები