კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი სიცოცხლე“ 28 სექტემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება

24 სექტემბერი, 2009

აქცია დევიზით „სააკაშვილის ხელისუფლების განსასჯელის სკამზე დასასმელად“ მოძრაობა „7 ნოემბერის“ ორგანიზებით იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი სიცოცხლის“ წევრმა იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, რომ ორგანიზაცია გმობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც, ვაზაგაშვილის თქმით, პრეზიდენტმა „პოლიციელის ტყვიით მოკლულ ყველა ადამიანს კრიმინალი უწოდა“.

„სააკაშვილმა კრიმინალებად გამოაცხადა ჩვენი მკვდარი შვილები. 100-ზე მეტი გაუბედურებული ოჯახია ჩვენს ორგანიზაციაში და ყველანი კრიმინალები ვყოფილვართ. იმ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს თანავუგრძნობ მთელი არსებით. ჩვენზე კარგად არავინ იცის შვილის სიკვდილი რამხელა უბედურებაა, მაგრამ პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ის არ არის მხოლოდ პოლიციის პრეზიდენტი და პოლიციასა და საზოგადოებას შორის განხეთქილება არ უნდა შეჰქონდეს“, - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
 
მისივე თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა უსამართლოდ ჩაგრულ ადამიანს, 28 სექტემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „დაიცავი სიცოცხლის“ წარმომადგენლები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.

16 სექტემბერს უზნაძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილი პოლიციელის ღუდუშაურის კლინიკაში მონახულებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ დღეს მოკლული პოლიციელის სიცოცხლე „კრიმინალების დამცველთა სინდისზეა“.

„ყოველთვის, როცა პოლიციელებმა იარაღი გამოიყენეს, ამისთვის აწყობდნენ დემონსტრაციებს და აკრავდნენ პოლიციელების პლაკატებს. ამან პოლიციელები დააკომპლექსა. ეს კრიმინალიც რომ მოეკლათ, გააკრავდნენ ერთ-ერთ მიტინგზე, როგორც სახელმწიფო ტერორის უდანაშაულო მსხვერპლს. მათ სინდისზე იყოს ამ პოლიციელის სიცოცხლე, ვინც ამ პლაკატებს აკრავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ორგანიზაციაში „დაიცავი სიცოცხლე“ სპეცოპერაციების თუ სხვა შემთხვევების დროს, ძალოვანების მიერ ნასროლი ტყვიით მოკლული ახალგაზრდების მშობლები და ასეთი ოჯახების ადვოკატები არიან გაერთიანებულნი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები