კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოსამართლის მისაღებში თვითმკვლელობით იმუქრება

25 სექტემბერი, 2009

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ორი შვილის დედა ირმა ვარაზაშვილი, პროტესტის ნიშნად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილის მისაღებში თვითმკვლელობით იმუქრება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ირმა ვარაზაშვილი მამამთილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. ირმა ვარაზაშვილს ორი პატარა ბავშვი ჰყავს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბავშვების შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი. შესაბამისად, უცნობია, ბავშვები სად და ვისთან რჩებიან. ირმა ვარაზაშვილის მეუღლე ფსიქიური ავადმყოფია. ვარაზაშვილების მეზობლების თქმით, მამას ბავშვები არაერთხელ ჰყავს ნაცემი და ღამით სახლიდან გაუყრია კიდეც.

ცნობისათვის, ლია ოთარაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც 2008 წელს მიცვალებული გაასამართლა და გარდაცვლილს გადასახადის გადახდა დააკისრა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები