06:35, Sunday, 26.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საგადასახადო ინსპექციამ ინდმეწარმეებს მასობრივად შეუტია

30.09.2009
თელავის რეგიონალურმა საგადასახადო ინსპექციამ მცირე მეწარმეების მასობრივი დაჯარიმება დაიწყო.

საგადასახადო ინსპექტორები ინდივიდუალურ მეწარმეებს სალარო აპარატის არ ქონის ან მისი გამოუყენებლობის მიზეზით 500 ლარით აჯარიმებენ. დაჯარიმებულთა შორის გლეხებიც არიან, რომლებიც ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე ან ჯიხურებში საკუთარ ბოსტნეულს და ხილს ყიდიან.

ერთ-ერთი დაჯარიმებულის განცხადებით, რომელსაც პურის საცხობი აქვს, საგადასახადო ინსპექტორები საცხობში მაშინ შევიდნენ, როცა იქ მყოფი ორი მცხობელი თონეში პურს აკრავდა. ინსპექტორებმა ერთი პური იყიდეს, 50 თეთრი დადეს და გავიდნენ. ერთ წუთში ისინი უკან დაბრუნდნენ და სალარო აპარატის გამოუყენებლობის მიზეზით, საცხობი 500 ლარით დააჯარიმეს. საგადასახადო ინსპექტორებმა ამავე მეთოდით დააჯარიმეს კიდევ ერთი ინდმეწარმე, რომელიც სოფელ კალაურში, გზის პირას მდებარე ჯიხურში საკუთარ ნაკვეთში მოწეულ პომიდორს და ყურძენს ყიდის. ინსპექტორებმა 2 კილოგრამი ყურძენი შეიძინეს, 2 ლარი გადაიხადეს და მანქანაში ჩასხდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ და ინდმეწარმე დააჯარიმეს.

თელავის რეგიონალურ საგადასახადო ინსპექციაში ინდმეწარმეების მასობრივ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლელა
2012-05-08 11:51
კარგია ასეთი აქტიურად რომ მუშაობთ მაგრამ ცოთათი ინდმეწარმეებზეც იფიქრეთ,ლილოში დაიარეთ და გაიგებთ ვინმე დაგიწერთ თუ არა ზეგებულს და მაშინ რა უნდა ქნან მეწარმეებნა იხვეწებიან და არ უწერენ და ვაი იმ მეწარმის ბრალი ვისაც ზედებული არა აქვთ.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC