კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლების დასაშვებად რუსეთს ვადა წლის ბოლომდე მისცეს

30 სექტემბერი, 2009

აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლების დასაშვებად, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ყველა სახის შეზღუდვის მოსახსნელად და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის მისაცემად, ევროსაბჭომ რუსეთს ვადა წლის ბოლომდე მისცა. 

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ აღნიშნული მოთხოვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაფიქსირდა, რომელიც სტრასბურგში გუშინ მიიღეს.

აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმების დარღვევას, არ გამოჰყავს რა ჯარები იმ პოზიციებზე, რომელიც  ომის დაწყებამდე ეკავა.

რეზოლუციის მიხედვით, რუსეთმა არა თუ უარი თქვა  ამ პირობის შესრულებაზე, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარებები, ფაქტობრივად არსებულ რეჟიმებთან დამყარა სამხედრო, იურიდიული და დიპლომატიური ურთიერთობები.

„რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაზარდა თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და განაცხადა ამ ტერიტორიებზე სამი, მათ შორის ერთი საზღვაო და საავიაციო სამხდრო ბაზების მშენებლობის შესახებ. უკანასკნელი წლის განმავლობაში გაიზარდა ინციდენტების რიცხვი, რომელთა დროსაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყოველმხრივ უშლის ხელს რეგიონში ევროკავშირისა და ეუთო-ს დამკვირებლების შესვლას. დამკვირვებლები კონფლიქტის ზონაში ამავე საკითხზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული წინა ორი დადგენილების საფუძველზე უნდა შესულიყვნენ. ევროსაბჭო ახსენებს რუსეთს, რომ წინა ორი რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვდა ეთნიკური წმენდის შეჩერებას და ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის შედეგების გამოსწორებას.

„ამის მიუხედავად, რუსეთი შემწყნარებლობას იჩენს და მხარს უჭერს ეთნიკური ქართველების ძალისმიერი გზით პასპორტიზაციას ახალგორისა და გალის რაიონებში, ასევე, ამ რაიონებში დარჩენილი მოსახლეობის განათლების უფლებების შეზღუდვას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს ამ დადგენილებების მოთხოვნების შეუსრულებლობით რუსეთი უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციის აღიარებაზე.

ეს მოთხოვნები რუსეთის დელეგაციამ პროვოკაციულად შეაფასა და მათ წინასწარვე განუხორციელებელი უწოდა.

ამასთან, ''grani.ru''-ს ინფორმაციით, ევროსაბჭოს კომისიამ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დადგენილებების შეუსრულებლობის გამო რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გადახედვას ევროსაბჭოს 72 დეპუტატი ითხოვდა. მოთხოვნაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა არა თუ არ შეასრულა ევროსაბჭოს 1633-ე და 1647-ე დადგენილებები, არამედ გადადგა იმგვარი ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვს ამ რეზოლუციის შესრულებისგან აშორებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები