კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის პროკურორი მოსახლეობას შერჩევით ხვდება

1 ოქტომბერი, 2009

ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალს მოქალაქე ლელა აბესაძემ მომართა. აბესაძემ, რომელმაც აჭარის პროკურორთან გიორგი უგლავასთან შეხვედრისათვის რეგისტრაცია ორჯერ გაიარა, მაგრამ პროკურორი არც ერთხელ შეხვდა.

„გუშინ მოსახლეობის შეხვედრის რიგში მეექვსედ ვიყავი ჩაწერილი. როცა ჩემი რიგი მოვიდა, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ პროკურორი მე არ შემხვდებოდა. მიზეზი არ აუხსნიათ. სხვა მოქალაქეებს კი ჩვეულებრივად შეხვდა“.

ლელა აბესაძემ პროკურატურას 2009 წლის ივნისში მიმართა. აბესაძე მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტების გამოძიებას ითხოვდა. ეს ფაქტი, აბესაძის განცხადებით, 2007 წლის 10 ივლისს მისსავე სახლში მოხდა. აბესაძე ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის #20-ში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მეზობლად ცხოვრობდა. „ვერ ვახერხებდი ნორმალურად შესვლას ჩემს საცხოვრებელ სახლში, რადგან იმავე შენობაში ვარშალომიძე ცხოვრობდა. შემდეგ ცილი დამწამეს, თითქოს აურზაური ავტეხე, რის გამოც პოლიციამ დამაკავა. შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც გადამიყვანეს და ხუთი დღე-ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში მომათავსეს. ამჯერადაც ცილი დამწამეს, თითქოს წვრილმანი ხულიგნობა ჩავიდინე“, - აცხადებს აბესაძე.

აჭარის პროკურატურაში შესული აბესაძის განცხადება და ბათუმის რაიონული პროკურორის ზაზა მეტონიძის უარი გასაჩივრებული იქნა აჭარის პროკურატურაში, ხოლო განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ საქმე კვლავ ბათუმის პროკურორს გადასცა. მოქალაქე ლელა აბესაძემ განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურორსაც მიმართა. თუმცა საქმე კვლავ იმავე პროკურორებს დაუბრუნდათ. „არა მგონია აქ სამართალს მივაღწიო, მაგრამ მე მაინც არ გავჩერდები. სტრასბურგში გავასაჩირებ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბათუმი

ახალი ამბები