კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის გამგებელმა ახალი მანქანის შესაძენად ბიუჯეტიდან 10 ათასი აშშ დოლარი გახარჯა

1 ოქტომბერი, 2009

„ნისანის“ მარკის ახალი „ჯიპის“ შესაძენად, რომლითაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი რამდენიმე დღეა გადაადგილდება, ბიუჯეტიდან 10 ათასი აშშ დოლარია გახარჯული.

„ნისანის“ მარკის ჯიპი საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამხედრო კომისარიატისთვის იქნა შეძენილი. მე მანქანა არ მყავს და როცა იქნება, მაინც უნდა ვიყიდო. მანამდე ამ მანქანას მოვიხმარ“, - განაცხადა ვასილ დავითაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მანქანის შეძენამდე თელავის გამგებელს „მერსედესის“ მარკის საკმაოდ კომფორტული მანქანა ემსახურებოდა, რომელიც თელავის გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა.

საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღის წინ, თელავის რაიონს სტიქიამ 180 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. დაზარალებულია არაერთი ოჯახი. დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში თანხები არ აქვთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები