კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე - ევროკავშირის მისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო ხელისუფლება ჰყავს

1 ოქტომბერი, 2009

ევროკავშირის მისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო და უუნარო ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყანა ჩიხში შეჰყავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძემ  ტალიავინის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა.

„დასკვნის ობიექტურობას საქართველოს ხელისუფლებაც კი ვერ უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოსთვის და თავად ხელისუფლებისთვის უმძიმეს შეფასებებს შეიცავს. მათი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვებას ქვეყნისთვის შეიძლება, კატასტროფული შედეგი მოჰყვეს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 5-დღიანი ომის დაწყების მიზეზად დასახელებულია 7-8 აგვისტოს ღამეს საქართველოს მხრიდან „გრადის“ ტიპის საარტილერიო დანადგარებით ცხინვალის მასირებული დაბომბვა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში და რუსეთის სამშვიდობო ძალებში. ამან საბაბი მისცა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე.

„ხელისუფლება კი ტრადიციულად შეეცადა, კონტროლირებადი მედიის საშუალებით კვლავ დაემალა საკუთარი ხალხისთვის სიმართლე. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების დამალვა და დამახინჯება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერმა დასძინა, რომ საქართველოს მომავლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია ის ფაქტიც, რომ ამ დასკვნაზე დაყრდნობით ყველა ავტორიტეტული მედიასაშუალება საქართველოს ომის დამწყებ ქვეყანად წარმოაჩენს.

მისივე თქმით, სწორედ სააკაშვილის უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ქმედებებმა შელახა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, უზრუნველყო რუსეთის მიზნების განხორციელება, როგორც საქართველოში, ისე -  რეგიონში და გაურკვეველი ვადით დააშორა ქვეყანა კონფლიქტების მშვიდობიან, პოლიტიკური მოგვარების გზას, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

წყარო:ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები