კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტალიავინის კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარებმა განცხადება გაავრცელეს

1 ოქტომბერი, 2009

საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშთან დაკავშირებით „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარებმა დღეს განცხადება გაავრცელეს.

ირაკლი ალასანიამ, სოზარ სუბარმა, დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ განცხადება ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ანგარიში ძალიან მძიმე შეფასებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. კერძოდ 7 აგვისტოს ცხინვალზე იერიშით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი.

„ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ, გაეხსნა ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განვითარების მომავალი. ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ თავიდან ვერ აგვაცილა რუსეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო ოკუპაცია, არამედ აგრესორს შეუქმნა საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური შემოჭრის საბაბი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის და ტერიტორიების ოკუპაციისთვის, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; დღემდე ათეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ეთნიკური წმენდა მოყვა შედეგად.
 
„ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 7 აგვისტო იყო მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური და სამხედრო  დაპირისპირების კულმინაცია. ეს ომი არ იყო გარდაუვალი, ის იყო წლების მანძილზე მიღებული არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსში მიიჩნევენ, რომ ყველამ ობიექტურად უნდა შეაფასოს საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და ებრძოლოს ომის ტრაგიკულ შედეგებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო შეძლებს აფხაზებთან, ოსებთან ურთიერთობების აღდგენას და თავიდან დაიწყებს ერთიანი და მშვიდობიანი მომავლის შენებას.

„ამასთანავე, ტალიავინის დასკვნა არ ცვლის საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს. საჭიროა, უახლოეს შესაძლო ვადებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი შეცვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ალასანიამ და  პარტიის თანათავმჯდომარეებმა მადლიერება გამოხატეს ევროკავშირის მიერ შექმნილი კომისიის, პირადად შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებული ობიექტური სამუშაოებისთვის.

ამასთან, ალიანსში მიიჩნევენ,  რომ ამ დასკვნამ ნათელი გახადა 2009 წელს რუსეთ-საქართველოს ომის წინაპირობები, მიმდინარეობა და შედეგები. ობიექტურად აისახა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტით უხეშად დაარღვია და უგულვებელყო საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ყველა ნორმა.

ალიანსი გამოთქვამს კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ წინაპირობებში მოხსენიებულია რუსეთის მხრიდან ხელოვნური პასპორტიზაცია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევები, დე ფაქტო რეჟიმების მილიტარიზაცია და სხვა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები