კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსერვატორები“ აგვისტოს ტრაგედიაში დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობაში მიცემას ითხოვენ.

2 ოქტომბერი, 2009

„კონსერვატიული პარტია“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც გასული წლის აგვისტოს ტრაგედიაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხს დააყენებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ განაცხადა, „თუ საქართელოს ხელისუფლება ამგვარ გამოძიებაზე უარს იტყვის, ამას არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება“. „ტალიავინის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, რომელშიც გარდა რუსეთის დანაშაულისა, ცხინვალზე იერიშში საქართევლოს ხელისუფლებაც არის დადანაშაულებული, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს გამოიძიებს და ამ ტრაგედიაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმეგებლობის საკითხს დააყენებს. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველო ამგვარ გამოძიებაზე უარს იტყვის, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საქმის ჰააგის სასამართლოში გადაცემის საკითხი“, - განაცხადა კუკავამ. ამასთან, „კონსერვატორებმა“ ჰაიდი ტალიავინს ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის გამოქვეყნებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებები კომისიის რიგი წევრების ე. წ. პრორუსულობის თაობაზე „არასერიოზულია“.

„უკიდურესად არასერიოზული და აღმაშფოთებელია ხელისუფლების და მისი სატელიტების პოზიცია, რომ მთლიანად იქნა უგულებელყოფილი კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც საქართველოს ხელისუფლების დანაშაულზეა საუბარი. ასევე არასერიოზულია მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დასკვნის ავტორები, საყოველთაოდ ცნობილი დიპლომატები რუსეთის ჯაშუშებად იქნენ გამოცხადებულნი“, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები