კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„Human Rights Watch“ საქართველოსა და რუსეთს ომის კანონების დამრღვევების დასჯისკენ მოუწოდებს

5 ოქტომბერი, 2009

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ რუსეთსა და საქართველოს იმ პირების დასჯისკენ მოუწოდებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის კანონები დაარღვიეს. ამის შესახებ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

„Human Rights Watch“ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, საქართველოსა და რუსეთს დამნაშავეების დასჯა მოსთხოვონ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულმა ბევრი სამოქალაქო პირის სიკვდილი, დაშავება და ქონების განადგურება გამოიწვია.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირებულია იმ საკითხზე, თუ ვინ ისროლა პირველმა, მაგრამ სამართლიანობის აუცილებლობა იგნორირებული არ უნდა იყოს. ადამიანები, რომელთა სახლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა, დღემდე ელიან მართლმსაჯულებას“, - აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰოლი კარტნერი.

„Human Rights Watch“-ის განცხადებით, საქართველოში ომის გამომწვევი ფაქტების დამდგენმა ევროკავშირის მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები. დარღვევები კი ჩადენილი იყო ქართველი და რუსი სამხედროების არაშერჩევითი შეტევებით, ასევე, მიმდინარეობდა ქართული სოფლების ძარცვა და გადაწვა.
ორგანიზაცია ტალიავინის მისიის მოხსენებაზე დაყრდნობით  აღნიშნავს, რომ ამ პროცესს თან სდევდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ჯარების მხრიდან ცუდი მოპყრობა, ცემა, მძევლად აყვანა და დატყვევება, რუსული ჯარები კი ოსური მილიციის მხრიდან დარღვევის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებდნენ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები