კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიის წინ დღეს მიკროავტობუსის მძღოლების მორიგი საპროტესტო აქცია მოეწყო

7 ოქტომბერი, 2009

ქუთაისის მერიის წინ დღეს მიკროავტობუსის მძღოლების მორიგი საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებია.
მძღოლები ამჯერად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მათი განცხადებით, ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით კიდევ გაანახევრა მიკროავტობუსების ხაზები, ხოლო ე. წ. პრესტიჟულ ხაზებზე შემცირება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეებმა სამარშრუტო ტაქსების ნომრები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის.

ამ ბრალდებებს ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ უპასუხა. მისი განცხადებით, მთავრობა უკან დახევას არ აპირებს და ყველაფერი ისე კეთდება, როგორც ადგილობრივ საკრებულოს დადგენილებაშია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები