კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენგურის გადმოსასვლელზე რუსმა სამხედროებმა მგზავრები დააკავეს

8 ოქტომბერი, 2009

დღეს დილით ენგურის გადმოსასვლელზე რუსმა სამხედროებმა სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და მგზავრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე, თორნიკე კილანავა ავრცელებს.

„ენგურის გადმოსასვლელზე რუსმა სამხედრობმა ავტობუსი გააჩერეს და მგზავრები გალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მძღოლების ადგილ-სამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - აღნიშნა კილანავამ.

მისივე ინფორმაციით, ავტობუსი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა. ამდენად, დაკავებული მგზავრები სავარაუდოდ, გალის რაიონის მცხოვრებლები არიან.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები