კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პოლიციის უფროსს ქურდობაში მხილებული საავადმყოფოს დირექტორის მფარველობაში ადანაშაულებენ

8 ოქტომბერი, 2009

წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები სიღნაღის პოლიციის უფროსს ალექსანდრე ონანაშვილს, შპს „ჯანმრთელობა“ - სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის გოგი ნიკვაშვილის მფარველობაში ადანაშაულებენ.

წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა ცენტრის გაქურდვის ფაქტზე პოლიციას ჩვენებები მისცეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ექიმები, წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრისთვის ევროკავშირის მიერ ნაჩუქარი სამედიცინო აპარატურის და მასალების ქურდობაში დირექტორს, გოგი ნიკვაშვილს ამხელენ. ექიმებმა განაცხადეს, რომ ნიკვაშვილმა მათ პოლიციიდან საჩივრის გატანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით დაემუქრა. ნიკვაშვილთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ დირექტორი დაჟინებით აცხადებს, რომ მას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. შპს „ჯანმრთელობა“ - სიღნაღის საავადმყოფოს დირექტორს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც უპირისპირდებიან და მას ავადმყოფების განსაცდელში მიტოვებაში ადანაშაულებენ.

წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების განცხადებით, გოგი ნიკვაშვილი სიღნაღის პოლიციის უფროსის ალექსანდრე ონანაშვილის ნათესავია, კერძოდ, მისი ბავშვის ნათლიაა. ექიმების თქმით, ნიკვაშვილს სწორედ პოლიციის უფროსი მფარველობს. აღსანიშნავია, რომ ნიკვაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს სწორედ სიღნაღის პოლიციის გამომძიებლები იძიებენ.

სიღნაღის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ონანაშვილი ადასტურებს, რომ გოგი ნიკვაშვილის ნათესავია, თუმცა მფარველობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები