კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები

9 ოქტომბერი, 2009

სამართალდამცავებმა დააკავეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის სამსახურის უფროსი ზვიად ჭინჭარაული და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი გია ნადარაია.

ინფორმაცია დაკავების შესახებ სააგენტოს მომსახურების ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკა ალავიძემ დაადასტურა.

მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააკავეს ჭინჭარაული და ნადარაია, არ მიუწოდებიათ.

„სამსახური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სამსახურის უფროსის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს. ვითანამშრომლებთ გამოძიებასთანაც“, -განაცხადა ალავიძემ და განმარტა, რომ დაკავების ფაქტი გუშინ მოხდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჭინჭარაული და ნადარაია ქრთამის აღების ფაქტზე არიან დაკავებულები.

ამასთან, მთავარ პროკურატურაში ამ თემაზე დღეისთვის ბრიფინგი იყო დანიშნული, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. ბირიფინგის გადადების მიზეზე პროკურატურაში განმარტება არ გაუკეთებიათ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები