კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირანული მედია: საქართველოს ტერიტორიაზე ირანელი მეცნიერი დააკავეს

9 ოქტომბერი, 2009

სააგენტო „მიგნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ბირთვულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერი, ვინმე არდებილი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენის სტატუსით იმყოფებოდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქართულმა მხარემ არდებილი აშშ-ს გადასცა.

ამავე ინფორმაციას სააგენტო „ნიუსრუ“ ლონდონში გამომავალ არაბულენოვან გაზეთ „აშ-შარქ ალ-აუსათზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციებში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად როდის მოხდა ეს ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ ირანული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვულ სფეროში მომუშავე კიდევ ერთი მეცნიერის შახრამ ამირის გაუჩინარებაა. თეირანის მალექ აშთარის უნივერსიტეტის თანამშრომელი ამირი საუდის არაბეთში გაემგზავრა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრისას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ ამირის მოტაცებაში აშშ დაადანაშაულა.

საპასუხოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“

ახალი ამბები