კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ სკოლის ყოფილ დირექტორს ჟურნალისტის ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა

13 ოქტომბერი, 2009

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს მარინე უტიაშვილს, საინფორმაციო საშუალებებით ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა.

ჟურნალისტმა სასამართლოს სარჩელით 2008 წლის ივლისში მიმართა. მოსარჩელე, მარინე უტიაშვილის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსით“ და მედიის სხვა საშუალებებით ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციების გავრცელებას აპროტესტებდა. კერძოდ, სკოლის დირექტორი ჟურნალისტს მის მოსყიდვაში, ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში, სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლასა და პედაგოგების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მარინე უტიაშვილმა ჟურნალისტის მიმართ გავრცელებული ვერცერთი ბრალდება ვერ დაადასტურა, რის გამოც სასამართლომ ის დაავალდებულა, საინფორმაციო საშუალებებით საჯაროდ უარყოს გელა მთივლიშვილზე გავრცელებული ინფორმაცია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები