კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციები გაეზრდება

13 ოქტომბერი, 2009

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ახლო მომავალში ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციები გაიზრდება. ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
 
„მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებისა და მასში ოპოზიციური პარტიების შეყვანის პარალელურად, დაიწყება მუშაობა ბორდის ფუნქციების გაზრდაზე. ახლო მომავალში შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც მაუწყეებლის საბჭოს ფუქციები გაიზრდება. საბჭო შიეცვლება არა მარტო შემადგენლობის მიხედვით, არამდე მას გაეზრდება ფუნქციები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძესთან კონსულტაციებზე საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე იმყოფებოდნენ. კონსულტაციებს საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან ვეფხვაძე, ჯონდი ბაღათურია და გურამ ჩახვაძე ესწრებოდნენ.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც მაუწყებლის ბორდის შემადგენლობა 15 წევრამდე გაიზარდა. პრეზიდენტის შეთავაზებით მაუწყებლის საბჭო პარიტეტული სქემით - 7+7+1 უნდა დაკომპლექტდეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები