კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობა გაუქმებული საბავშვო ბაღის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

ოფიციალური ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 2007 წლის გაზაფხულზე რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი ჩუმლაყელებს საბავშვო ბაღის აღდგენას არაერთხელ დაპირდნენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, ჩუმლაყის საბავშვო ბაღის აღდგენა აქამდე რაიონულ ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. „დღეისათვის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 19 ათასი ლარი გაუქმებული საბავშვო ბაღის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. რამდენიმე დღეში შენობის რეაბილიტაცია დაიწყება და მაქსიმუმ ერთ თვეში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას განაახლებს“, - განაცხადა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები