კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულის ოჯახი პოლიციელისგან მკურნალობის ხარჯების გადახდას ითხოვს

15 ოქტომბერი, 2009

დედოფლისწყაროში მცხოვრები გარსენიშვილების ოჯახი კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელ ფრიდონ საბიაშვილისგან დავით გარსენიშვილის მკურნალობისათვის საჭირო თანხის გადახდას ითხოვს. 

მაია გარსენიშვილის განცხადებით, ფრიდონ საბიაშვილი  მის შვილს, 30 წლის დავით გარსენიშვილს მანქანით დაეჯახა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაინვალიდდა. „დათოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხში რკინა უდგას, რაზედაც კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, მაგრამ საშუალება აღარ გვაქვს. გავღატაკდით, ყველაფერი გავყიდეთ. როცა ავარია მოხდა, საბიაშვილი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა თუ არ ვიჩივლებდით, მაგრამ არაფრით დაგვხმარებია. გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ პოლიცია არაფერს იძიებს“, - აცხადებს დაშავებულის დედა მაია გარსენიშვილი. მისივე თქმით, ავარიის შემდეგ ფრიდონ საბიაშვილი დააწინაურეს და სამუშაოდ კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მანამდე ის დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

გარსენიშვილების პრეტენზიებს ფრიდონ საბიაშვილი კატეგორიულად უარყოფს. „რაზე მელაპარაკებით არ ვიცი. რა ავარია? მე რა შუაში ვარ? დამკითხეს თუ არა მაგ საქმეზე, რაში გაინტერესებთ. თუ ვინმე ცილს მწამებს, აქეთ ვუჩივლებ“, - აცხადებს პოლიციელი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები