კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ თაგილონში მასწავლებლები სასტიკად სცემეს

16 ოქტომბერი, 2009

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით გალის რაიონის სოფელ თაგილონში მასწავლებლები სასტიკად სცემეს.

ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ სკოლაში და მას შემდეგ, რაც სკოლაში ქართული წიგნები აღმოაჩინეს, პედაგოგებს სასტიკად გაუსწორდნენ.
„განსაკუთრებით მძიმედ არის ნაცემი მასწავლებელი, გვარად ოკუჯავა. იგი გადაყვანილია გალის რაიონის საავადმყოფოში  და რუსი ოკუპანტები არ აძლევენ ნებას, რომ იგი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ. მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებლებს, კერძოდ კი, ევროკავშირის დამკვირვებლებს, ჩაერთონ საქმეში, რათა მოხერხდეს ამ ადამიანის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – განაცხადა გიორგი ბარამიამ.

მისი განცხადებით, ოკუჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „თუ ისინი არ გამოიჩენენ კეთილ ნებას და არ მისცემენ საშუალებას, რომ დაზარალებული ენგურს გადმოღმა გადმოიყვანონ, მთელი პასუხისმგებლობა რუს ოკუპანტებს დაეკისრებათ“ , – განაცხადა გიორგი ბარამიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები