კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტის ხუთშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ რჩება

16 ოქტომბერი, 2009

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები გურამ ცეცხლაძის მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ რჩება. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლაძეები უკვე გააფრთხილეს, რომ თუ 17 ოქტომბრამდე ბინას საკუთარი ნებით არ დაცლიან, იძულებით გამოასახლებენ.

როგორც გურამ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ სოფელ სამთაწყაროში სახლი დაახლოებით ერთი წლის წინ ემზარ წიკლაურისგან შეიძინა და თანხის ნაწილი, 1000 აშშ დოლარიც გადაუხადა. მისივე თქმით, მოგვიანებით გაიგო, რომ წიკლაურმა ბინა სხვაზე გაყიდა და გააფორმა.

„წიკლაურის ხელწერილიც კი გვაქვს, სადაც ადასტურებს, რომ თანხა ნამდვილად აიღო, მაგრამ სახლის ახალი მეპატრონე ბინის დაცლას გვაიძულებს, წასასვლელი კი არსად გვაქვს“, - ამბობს გურამ ცეცხლაძე. ცეცხლაძეები ეკომიგრანტები არიან. ისინი, სამთაწყაროში რამდენიმე წლის წინ, აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩამოასახლეს.

ემზარ წიკლაური ცეცხლაძეების ბრალდებებს უარყოფს. წიკლაურის განცხადებით, არც ხელწერილი არსებობს და ცეცხლაძეებს მისთვის არც ფული გადაუხდიათ.

გურამ ცეცხლაძე დახმარებას უფლებადაცვითი ორგანიზაციებისგან ითხოვს. მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და ადვოკატის დაქირავების თანხები არ გააჩნიათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები