კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიით დაზარალებული ნაინდროვალის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

19 ოქტომბერი, 2009

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნაინდროვალის მოსახლეობა, რომელიც წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სოფელ ნაინდროვალში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა კულტურები. დაიხოცა ფრინველი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზარალებული მოსახლეობის თქმით, ზარალის დამთვლელ კომისიას, რომელიც რაიონის გამგეობაში შექიმნა, ნაინდროვალში მიყენებული ზიანი ამ დრომდე არ შეუსწავლია. „სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით ვებრძვით. ოთახები წყლისგან ძლივს გავწმინდეთ, მაგრამ სტიქიამ ყველაფერი წაგვართვა, რაც კი ზამთრისთვის გვქონდა შეძენილი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. გამგეობიდან ჩვენთან მხოლოდ მაშინ იყვნენ, როცა სტიქიის დროს ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და მათ კომენტარები მისცეს“, - აცხადებენ ნაინდროვალის მაცხოვრებლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამგეობამ უკვე მიმართა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება დაზარალებულების დასახმარებლად ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანხების გამოყოფას, გამგებლის თქმით, ეს საკითხი ჯერ-ჯერობით არ განიხილება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები