კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია პანკისის ხეობაში ელჩებისა და ჟურნალისტების ჩაყვანას ითხოვს

19 ოქტომბერი, 2009

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია პანკისის ხეობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ჩაყვანას ითხოვს.

„რუსეთის მხრიდან ბრალდება იმის შესახებ, რომ საქართველოს „ალ ქაიდასთან“ აქვს კავშირი, რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ცდილობს საქართველოს საზღვარგარეთ იმიჯი შეულახოს. რუსეთის სპეცსამსახურები ინფორმაციულად ემზადებიან აქტიური ქმედებისათვის. ქართული მხარის მხრიდან სასწრაფოდ არის მისაღები პრევენციული ზომები. ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიის საშუალებებს ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები