კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

7 წლის გურამ ბოლქვაძეს დახმარება სჭირდება

20 ოქტომბერი, 2009

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 7 წლის გურამ ბოლქვაძის საოპერაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 ათასი ევრო გამოყო. გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრები გურამ ბოლქვაძე საყლაპავი ვენების ვარიკოზული დაავადებით არის დაავადებული და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. ბავშვისთვის ოპერაციის ჩატარება ავსტრიის კლინიკაშია დაგეგმილი, თუმცა ოჯახს ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად საჭირო თანხა არ აქვს.

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრები ბოლქვაძეების ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა. გურამ ბოლქვაძე სიკვდილს არაერთხელ გადაარჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუ ოპერაცია სასწრაფოდ არ ჩაუტარდა. ბოლქვაძეების ოჯახს ქველმოქმედი ადამიანების იმედი აქვს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ბავშვის ავსტრიაში ტრანსპორტირების თანხების გადახდაზე უარი უთხრეს.

კახეთის საინფორმაციო  ცენტრი

ახალი ამბები