კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში კონსერვატორების ოფისის დარბევის საქმეს დამრბევები იძიებენ

20 ოქტომბერი, 2009

თელავში, კონსერვატორების ოფისის დარბევის და ოპოზიციური პარტიების წევრთა ცემის საქმეს, თელავის პოლიცია იძიებს. არადა, თელავის პოლიციის უფროსი შოთა ბეჟანიშვილი და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები დარბევას თავად ხელმძღვანელობდნენ.

„ეს რის მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა. არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად იმ პირებს გადასცე, რომელთაც დანაშაული თვითონ ჩაიდინეს. ამისათვის კახეთის საოლქო პროკურორი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა და თელავის საკრებულოს თანამშრომლებმა კონსერვატიული პარტიის თელავის ოფისი 2009 წლის 09 სექტემბერს მაშინ დაარბიეს, როცა თელავში საქართველოს მთავრობა „ხალხს ანგარიშს აბარებდა“. პოლიციელები და ნაცმოძრაობის აქტივისტები კონსერვატორების თელავის ოფისში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიმღერა ჩართეს. დარბევას თელავის პოლიციის და კუდ-ის თელავის განყოფილების უფროსები ხელმძღვანელობდნენ. ესენი არიან, შოთა ბეჟანიშვილი – თელავის პოლიციის უფროსი; აკა საჩიშვილი – თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე; გოგი გიორგელაშვილი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსი; ზურა საჩიშვილი და ზურა ქადაგიშვილი - ამავე განყოფილების ოპერატიული მუშაკები და პოლიციის მაღალჩინოსანი ბექა როსტომაშვილი. დარბევის დროს სასტიკად სცემეს კონსერვატორების წევრები გიორგი დალაქიშვილი, ერეკლე ცოცანიძე, გიორგი მოსიაშვილი. ასევე, რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ჭონიშვილი, ახალი მემარჯვენეების წევრი არჩილ ჯორჯაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტალიური. დარბევის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი. ოპოზიციის წარმომადგენლებს წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონის აპარატებიც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ამ თემაზე:

„ანგარიში ხალხს“ ოპოზიციის დარბევაში
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4127&lang=ge 

ახალი ამბები