კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე „ტვ 25“-თან დაკავშირებით მუშა ჯგუფის შექმნას ითხოვს

20 ოქტომბერი, 2009

საპარლამენტო  უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ბათუმში, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ტვ 25“-ის პრობლემებთან დაკავშირებით მუშა ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ თარგამაძემ დღეს პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ტელეკომპანიას პრობლემები სახელმწიფოსთან აქვს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, „სი-ენ-ენ“-ის ეთერში ამბობს, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს, ბათუმში ერთადერთი დამოუკიდებელი არხი „ტვ 25“ იხურება.

დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ „ტვ 25“-ის პრობლემების შესასწავლად და ზოგადად, სიტუაციაში დეტალურად გასარკვევად შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც დეპუტატები, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ინიციატივას პოზიტიურად მიიღებს.

რაც შეეხება ტელეკომპანიის პრობლემებს, თარგამაძის განმარტებით, მის სასიკეთოდ უზენაეს სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას იგნორირება გაუკეთა საგადასახადო ორგანომ და ტელეკომპანია გაკოტრების რეჟიმში  გადაიყვანა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები