კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „რედისონის“ მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

20 ოქტომბერი, 2009

დღეს თურქული სამშენებლო კომპანიის „უჩგენ ჯორჯიას“ ოფისთან თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს. მშენებლები და მომსახურე პერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვდა. თურქული კომპანია, რომელიც 3 წელია რაც საქართველოში საქმიანობს, სასტუმრო „რედისონის“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით მუშათა ნაწილს კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი არ მიუღია, ნაწილი კი შვებულების თანხების დარიცხვას  ითხოვდა.

თამარ ანდღულაძე აქციის მონაწილე: „4 თვეა ასე დავდივართ, დღეს ხვალ, დღეს ხვალ... პატარა ბავშვებივით გვატყუებენ, ჩვენ შვებულების თანხას არ გვაძლევენ, ზოგს კი ხელფასიც არ აუღია, ეს პროექტი თვის ბოლოს მთავრდება და კომპანიის წარმომადგენლები საქართველოდან საერთოდ მიდიან და ჩვენ რა გვეშველება მერე, ვინ გადაგვიხდის კუთვნილ ხელფასს?“

კომპანია „უჩგენ ჯორჯიას“ მენეჯერი ალი ოზდანი აცხადებს, რომ ხელფასების დაგვიანების მიზეზს არ ასახელებს თუმცა აცხადებს, რომ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს თვის ბოლომდე აუცილებლად მიიღებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  

ახალი ამბები