კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მესტიის სოფლებში ხუთი დღეა ხანძარი მძვინვარებს

21 ოქტომბერი, 2009

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ლატალისა და ბეჩოს ტყეებში ხანძრის ახალი კერები კვლავ გაჩნდა. მთის სიმაღლეზე გაჩენილმა ცეცხლმა წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები მთლიანად გაანადგურა. ამჟამად ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრში მძვინვარებს. თუმცა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი იტყობინება ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებში არ გავრცელდეს. ხანძრის ლიკიდირებაში სხვა ძალებთან ერთად ადგილობრვი მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული, ამბობს გოჩა ჭელიძე.

მესტიის გამგებელი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს თუ რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც მესტიის მაცხოვრებლებისგან მოვიპოვეთ, ზარალი დიდია, და ცეცხლიც საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული. მოსახლეობა ხანძრის ლიკვიდირებისთვის ვერტმფრენების დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ასეთი მასშტაბის ხანძართან სამაშველო რაზმები და მოსახლეობა ვერაფერს გახდება.
 
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ლატალის, ლენჯერისა და ბეჩოს ტყეებში ცეცხლი 17 ოქტომბერს გაჩნდა და უკვე 5 დღეა მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია 40 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ჯიშის ნარგავები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა. ადგილობრივები ამ ვერსიას გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ ტყეში გაჩენილი ხანძარი ბოლო დროს ტემპერატურის მკვეთრად მომატებამ გამოიწვია.

ახალი ამბები