კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი დააკავეს

21 ოქტომბერი, 2009

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა კობზონაძე დააკავეს.

როგორც პრესკონფერენციაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სოსო თოფურიძემ განაცხადა, კობზონაძემ მეწარმეს მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 4 ათასი ლარი გამოსძალა.
 
თოფურიძის განცხადებით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ყველა მეწარმის, ბიზნესმენის, სახელმწიფო მოხელის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შესუსტდება. როგორც ქვეყნის შენებას ვერავინ შეაჩერებს,  ისე ვერავინ შეაჩერებს კუდ-ს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა თოფურიძემ.

საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები