კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ჭერემის მოსახლეობა ელექტროენერგიას ითხოვს

22 ოქტომბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობა, რომელიც 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დახმარებას ითხოვს.

სოფელ ჭერემს რაიონულ ცენტრთან ერთადერთი, უკიდურესად დაზიანებული გზა აკავშირებს. ამის გამო ადგილობრივები გურჯაანში ჩასვლას იშვიათად ახერხებენ. ჭერემის მაცხოვრებლები რამდენიმე დღეა სოფლის ცენტრში იკრიბებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობას აინტერესებს პასუხი კითხვაზე, როდის შეასრულებს კახეთის გუბერნატორი  წინასაარჩევნო დაპირებას და როდის ეღირსება სოფელს ელექტროენერგია.

მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ჭერემში, ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ ასულა.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება წელს არ მოხერხდება. „მომავალი წლისთვის შესაძლებელია, რომ სოფელს ელექტროენერგია მიეწოდოს და გზის რეაბილიტაციაც მოხდეს. ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სიბაშვილმა.

სოფელ ჭერემის პრობლემებზე მომზადებული სიჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://admin.gogroupmedia.net/public/Display.aspx?id=119

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები