კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაგდა ანიკაშვილი ხელისუფლებისგან ყოფილი #205 საჯარო სკოლის შენობაში ჩასახლებული დევნილების პრობლემების გადაჭრას ითხოვს

22 ოქტომბერი, 2009

ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი ხელისუფლებისგან ყოფილი #205 საჯარო სკოლის შენობაში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას ითხოვს.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ერთი თვეა, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მისივე თქმით, დევნილებსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის წარმოქმნილია კონფლიქტი, რომელიც მათ სხვა შენობაში გადაყვანის საკითხს უკავშირდება. „ელექტროენერგიის გათიშვა მათი გასახლების ფორმა არ უნდა იყოს. სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებთან ნორმალურ ენაზე უნდა ახერხებდნენ საუბარს“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანიკაშვილმა. გარდა ამისა, დეპუტატი ხელისუფლებას უზნაძის #70-ში მცხოვრები დევნილებისთვის საკუთრების დაბრუნებას სთხოვს.

ანიკაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც მათ გამოსახლებაზეა საუბარი და „მათი იძულების მიზნით დევნილების ნივთები გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს“. ანიკაშვილის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და „ქრისტიან-დემოკრატებს“ სთხოვა, დევნილებთან მათაც აწარმოონ მოლაპარაკება, რათა "ხელისუფლებას მათთვის უკეთესი პირობების შექმნაზე დათანხმდნენ“.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები