კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ მისულ უკმაყოფილო აბონენტებს გიჟები უწოდეს

26 ოქტომბერი, 2009

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის-ცენტრის უფროსმა, ენერგოკომპანიის ოფისში მისულ სოფელ გურჯაანის მაცხოვრებლებს, რომელთაც მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, გიჟები უწოდა.

აბონენტების ცნობით, ისინი სერვის-ცენტრის უფროსისგან კომუნალური მრიცხველით დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდნენ, რა დროსაც ხელმძღვანელმა მათ გიჟები უწოდა და სამუშაო ოთახიდან გაყარა.

„ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომელსაც სახელმწიფო მაძლევდა. დახმარება ამჯერად შეწყვეტილი გვაქვს, გადამოწმების შემდეგ. ჩემს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ძლივს მოვახერხე და დამატებით კიდევ თანხებს მედავებიან, რომლის გადახდის საშუალებაც არ მაქვს. რამდენჯერმე ვთხოვე ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს, რომ ენერგოპატრული მოეწვიათ და გაერკვიათ, ვინ მოიხმარს ელექტროენერგიას მრიცხველის გარეშე, მაგრამ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია ფული ამოიღონ“, - აღნიშნავს გუგულა რაქვიაშვილი.

მომხმარებელების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის-ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები