კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია მოქალაქის დაჭრისთვის დააკავეს

28 ოქტომბერი, 2009

სამართალდამცველებმა წუხელ  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავეს.

დაკავებული ვერაზე, პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. გავრცელებული ცნობით, ცოტნე გამსახურდია ეჭვმიტანილია მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში განაცხადეს, რომ დავით ბაჯელიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტი გუშინ „კოლხურ კოშკთან“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაჯელიძე იქვე, მეზობლად ცხოვრობს.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მომენტში ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაშია ბრალდებული და არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები