კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა

28 ოქტომბერი, 2009

აუდიტორული შემოწმების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არამოზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, გამგეობის მაღალჩინოსნებს ჯილდოს სახით მიღებული აქვთ თანხები „იმ საქმიანობის კვალიფიციურად შესრულებისათვის“, რაც საერთოდ არ გაუკეთებიათ.

„საკრებულოს განკარგულებით „ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფის და საშემოსავლო ნაწილის დეფიციტის აღმოფხვრისათვის“ 2009 წლის 6 თებერვლამდე შეიქმნა 5 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთი თვის სახელფასო ფონდი განისაზღვრა 2,3 ათასი ლარით. მიუხედავად აღნიშნული ჯგუფის შექმნისა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების არცერთი სახეობა არ შესრულებულა და არც ბიუჯეტის დეფიციტი აღმოფხვრილა. თუმცა საანგარიშო პერიოდში საკრებულოს განკარგულებებით და გამგეობის ბრძანებებით, ძირითად შტატის და ხელშეკრულებით მომუშავე მუშაკებზე, დაკისრებული მოვალეობების „პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურად შესრულებისათვის“ გაცემულია ფულადი ჯილდოები“, - ნათქვამია აუდიტორულ დასკვნაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რპ, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე ის ინფორმაციას არ ფლობს. არადა, დაზუსტებული ცნობით, ჯილდოს სახით თანხები თავად ჩივიაშვილმა გასცა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები