კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას ბადრი ბიწაძის მიმართ მორიგი პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებენ

28 ოქტომბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრი ხელისუფლებას ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ბიწაძის მიმართ მორიგი პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

აღნიშნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც  ბიწაძე გადაცემა „საკანი #5“-ის სტუმარი იყო, მის ავტომობილს სამი მანქანა აედევნა.

მათივე ინფორმაციით, დააახლოებით, 2 კილომეტრის გავლის შემდეგ ვახუშტის ხიდზე მათ მანქანები გააჩერეს და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ, რის შემდეგაც ბიწაძემ „მაესტროს“ შენობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული ავტომანქანებიდან ამის შემდეგაც განაგრძეს მის მიმართ თვალთვალი.

„აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს შორი-ახლოდან საპატრულო პოლიციის ორი მანქანაც აკონტროლებდა“, - დასძინეს მათ.

თავად ბიწაძე ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან დაშინების მორიგ უშედეგო მცდელობად აფასებს.

სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის ცნობით, „საკანი #5“-ში ბადრი ბიწაძის სტუმრობისას საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვა და პანკისში ხეობაში არსებული ვითარება იყო.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები