კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიპლომატები დღეს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან

29 ოქტომბერი, 2009

პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციას ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად დღეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გაეცნობიან.

„ქრისტიან–დემოკრატების“ ინიციატივით შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი პანკისის ხეობაში დილით გაემგზავრება, ადგილზე შეხვდება  მოსახლეობასაც და ადგილზევე გადაამოწმებს ბოლო დროს რუსი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხეობაში ტერორისტების არსებობის და გადამზადების შესახებ.

მონიტორინგის ჯგუფში შედიან უნგრეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთის, უკრაინის, ჩინეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, აშშ-ის, ირანის საელჩოების, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლები. პანკისში არსებულ სიტუაციას დღეს ასევე „BBC“-სა და „THE WASHINGTON POST“ –ის კორესპონდენტები გაეცნობიან.

ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად პანკისის ხეობაში დღეს რუსული მედია-საშუალებების „რია ნოვოსტისა“ და ტელეკომპანია „მირის“ წარმომადგენლებიც ჩავლენ.

რაც შეეხება ექსპერტებს, მონიტორინგის ჯგუფში ერთვებიან „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ საბჭოში შემავალი ექსპერტები, ასევე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და NDI-ის  წარმომადგენლები.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები ხადორ-ჰესამდე შემოივლიან ყველა იმ ადგილს, სადაც თავის დროზე, 2001-02 წლებში შეიარაღებული დაჯგუფებები მართლაც იმყოფებობდნენ.

იგეგმება სოფლების დუისისა და ჯოყოლოს მონახულებაც.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები