კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის სასამართლომ ათი წლის წინანდელ შეთქმულებაში მსჯავრდებულები გაამართლა

29 ოქტომბერი, 2009

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ იმ სამი ადამიანის სასამართლო პროცესი, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვის გამო რვა წლის წინ გაასამართლეს, უსამართლო იყო.

27 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურისთვის გუჯარ ყურაშვილსთვის, ასევე არჩილ ფანჯიკიძისა და კახაბერ ქანთარიასთვის  არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 2,000 ევროს გადახდა  დააკისრა თითოეულისთვის.

სამივე მათგანი, კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, 1999 წლის მაისში დააპატიმრეს და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულების და მკვლელობის დაგეგმვაში დასდეს ბრალი. ხელისუფელბა აცხადებდა მაშინ, რომ შეთქმულების უკან ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე იდგა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომელიც ერთი პროფესიონალი მოსამართლისა და ორი მსაჯულისგან შედგებოდა, სამივე მათგანს 2001 წლის ნოემბერში კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დასდო ბრალი და თითოეულ მათგანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა ყურაშვილის, ფანჯიკიძისა და ქანთარიას სარჩელი, რომელშიც ეს სამი პიროვნება აცხადებდა, რომ სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ უსამართლო იყო, რადგანაც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია, რომელმაც ისინი გაასამართლა, არ იყო „კანონის შესაბამისად შექმნილი სასამართლო“, რადგანაც მასში შედიოდა ორი მსაჯული, რომელთაც არ ჰქონდათ მოსამართლის ფუნქციების შესრულების კომპეტენცია.

მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2005 წელს გაუქმდა. ეს ინსტიტუტი საბჭოთა სასამართლო სისტემის გადმონაშთი იყო, სადაც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს იწვევდნენ სასამართლო პროცესში მსაჯულთა რანგში მონაწილეობისთვის. ისინი მოქმედებდნენ როგორც ხალხის წარმომადგენლები. 

წყარო: სივილ ჯორჯია

ახალი ამბები