კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

30 ოქტომბერი, 2009

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს ცოტნე გამსახურდიას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, რომ სასამართლომ გამსახურდიას წინასწარი პატიმრობა უკანონოდ შეუფარდა და გადაწყვეტილება უახლოესი 48 საათის განმავლობაში აუცილებლად გასაჩივრდება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს.

გამსახურდია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ცნობისთვის, ეს ცოტნე გამსახურდიასთვის წაყენებული მეორე ბრალდებაა: მას უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს და არასაპატიმრო ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, რომელშიც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები