კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონიდან გატაცებული ორი ადგილობრივი მკვიდრი თავისუფალია

2 ნოემბერი, 2009

გალის რაიონის სოფელ თაგილონიდან 2 დღის წინ გატაცებული ორი ადგილობრივი მკვიდრი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. ამის შესახებ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განცხადება.

„შარია და თორია სოხუმში ჰყავდათ, სადაც ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლეს. სოხუმში ამგვარ საქმეებს ვინმე იგორ ფროლოვი განიხილავს. ე. წ.  საზღვრის დარვევის პირველ ფაქტზე ჯარიმა 200 რუბლია, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარის ეკვივალენტი რუბლებში. შარიამ და თორიამ 200 რუბლის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს და ისინი ამ დროისთვის უკვე საკუთარ სახლებში არიან“, - განაცხადა კილანავამ.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ თაგილონის ორი მაცხოვრებელი ორი დღის წინ დააკავეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები