კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია „გზა 11“-ის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

3 ნოემბერი, 2009

ლილოში მდებარე „გზა 11“-ის ოფისთან კომპანიის 25  თანამშრომელი ხელფასების მოთხოვნით შიმშილობის აქციას მართავს. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით, აქციის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები 8-12 თვეა არ მიუღიათ და მათი სახელფასო დავალიანება 55 ათას ლარს შეადგენს. „აღნიშნული პრობლემა ახალი არ არის. კომპანიის ხელმძღვანელს როსტომ მიქაუტაძეს ხელფასების დარიგების თხოვნით ადრეც მივმართეთ და მაშინ თანამშრომლებმა მხოლოდ 1 თვის ხელფასები მიიღეს. მიქაუტაძე თანხის გადმორიცხვას ახლაც დაგვპირდა. თუ თანხა არ გადმოირიცხა და სახელფასო უწყისები არ შედგა, შიმშილობის აქცია გაგრძელდება“, - განაცხადა ალანიამ და განმარტა, რომ „გზა 11“-ის თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოები თეთრწყაროში, გრემისხევში, ჯორჯიაშვილებში, წინწყაროში, ბოლნისში და თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე აქვთ ჩატარებული.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები