კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი დღეიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

4 ნოემბერი, 2009

პარლამენტი დღეიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ნარკომომხარებლებს შეეხებათ.

კანონპროექტით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ზე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

ამასთან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამნისტიის გამოცხადების დროს, აღნიშნული მუხლებით სისხლის სამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, დამატებითი სასჯელების შემცირება არ მოხდება და ასევე, გავრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე.

ამნისტია არ გავრცელდება პირობითი მსჯავრის სახით დადგენილ გამოსაცდელ ვადაზე.

დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიული, ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ. პლენარულ სხდომაზე კი მისი პირველი მოსმენით განხილვა, პარასკევს მოხდება.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები