კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებას ბავშვის უკანონოდ გაშვილებაში ადანაშაულებენ

4 ნოემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებას 3 წლის ბავშვის უკანონოდ გაშვილებაში ადანაშაულებს.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის რეგიონულ ოფისში განაცხადეს, გოგონა ამჟამად სიღნაღის რაიონის ერთ-ერთი სოფელში მცხოვრებ ოჯახში იმყოფება ისე, რომ მას არ გააჩნია სპეციალური სტატუსი და არც სასამართლოს დადგენილება არსებობს შვილად აყვანის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ამჟამინდელმა აღმზრდელებმა, იმისათვის, რომ გოგონა მათთან ყოფილიყო, გარკვეული თანხა გადაიხადეს.

აღნიშნულ საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების უფროსმა ზურაბ ზურაბაშვილმა კომენტარზე უარი განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რეაგირებისათვის სიღნაღის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

კახეთის საინფორმაცი ცენტრი

ახალი ამბები